istoriuli soflebi  
  
 
 

binbaSaqi
თურქ. Binbaşak; ძვ. ქართული სახელოწოდებებია: გოგჲუბაგჲუგუჲბა - სოფელი ჰანაქის რაიონში, არტაანის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს არტაანიდან 47 კილომეტრში, ხოლო ჰანაქიდან 19 კილომეტრში. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 36 ადამიანი ცხოვრობს. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

etimologia

როგორც ჩანს გოგჲუბა-გჲოგჲუბა, ძველი ქართული ტოპონიმის დამახინჯებული ფორმაა. ე. თაყაიშვილისა და პ. ზაქარაიას ვარაუდით, ადრე სოფელს უნდა რქმეოდა გიორგობა, ხოლო ს. ჯიქიას მიხედვით - გუგუბა. უფრო საფიქრებელია, რომ პუნქტის თავდაპირველი სახელწოდება იყოს გოგუბანი.

RirSesaniSnaobebi

სოფლის შორიახლოს, ვრცელ მინდორზე, იდგა X საუკუნის შუა ხანების ექვსაფსიდიანი ქართული ეკლესია, რომელიც დაანგრიეს XX საუკუნის 70-იან წლებში. 1902 წელს ძეგლი ნახა და აღწერა ე. თაყაიშვილმა. ეკლესია წარმოადგენდა გუმბათოვან ნაგებობას რადიალურად განლაგებული ექვსი ერთნაირი აფსიდით. გარედან ძირითად კორპუსს თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა. აფსიდებს შორის ფასადებზე მაღალი სამკუთხა ნიშნები იყო შეჭრილი. გუბათი ეყრდნობოდა აფსიდების შვერილებს. ცენტრალური ჰექსაგონის კუთხეებში, აფსიდთა კონქების თაღებს შორის გამოყვანილ ტრომპებში, ჩასმული იყო რელიეფური გამოსახულებები (ადამიანის თავი, ირემი, ლომი). რელიეფები ამკობდა მცირე ტრომპებსაც გუმბათის ექვსწახნაგა ყელის ზედა კუთხეებში. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვებით (კედლების დიდი ნაწილი ე. თაყაიშვილს უკვე საკმაოდ დაზიანებული დახვდა).


ქვეყანა თურქეთი
პროვინცია არტაანი
რაიონი ჰანაქი
კოორდინატები 41°11`38″ ჩ. გ. 43°01`32″ ა. გ.
ადრეული სახელები
გოგუბა
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 75900

გოგიუბის ეკლესია